„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “დაარსდა 2017 წელს ბატონი ლევან ქობალიას მიერ ,რომელიც ამავდროულად არის კომპანია „მედიქალ ვორლდის“ დამფუძნებელი.

აღნიშნული კომპანია 2003 წელს დაარსდა ,იგი დღესდღეობით ერთ-ერთი დასაყრდენი და ლიდერი კომპანიაა კლინიკებისთვის, რომლებსაც სურთ უზრუნველყოფილნი იყვნენ მსოფლიო სტანდარტის სამედიცინო აღჭურვითა და ტექნოლოგიებით.
სწორედ მის ბაზაზე დაფუძნდა და განვითარდა „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ რომელიც მომხმარებლებს სთვაზობს მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ მომსახურებას, რაც ეფუძნება პერსონალის პროფესიონალიზმს და მათ მრავალწლიან გამოცდილებას,ულტრა თანამედროვე აპარატურას და კვლევის უახლეს მეთოდებს.
ჩვენი ლაბორატორია მუდმივად ცდილობს უზრუნველყოს თავისი საქმიანობა ისე, რომ მომსახურება და პროდუქტები შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ,როგორც ფასის ისე ხარისხის მხრივ.
სწორმა და მიზანმიმართულმა მენეჯმენტმა მისცა ლაბორატორიას საშუალება შეეძინა უამრავი მადლიერი პაციენტი და 60 -ზე მეტი პარტნიორი კლინიკა თბილისსა და მის შემოგარენში
ჩვენთვის უმთავრესია პაციენტის კმაყოფილების მაღალი დონე და ამის მიღწევაში უდიდესი წვლილი შეაქვს ლაბორატორიის თითოეულ თანამშრომელს . ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ ზრდას, განათლებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

ლაბორატორია
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “- არის გერმანული ხარისხის სერთიფიცირებული ლაბორატორია,იგი გთვაზობთ 200 ზე მეტი სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის შემდეგ დარგებში:
მიკრობიოლოგია,ბაქტერიოლოგია,ბიოქიმია,ჰემატოლოგია,იმუნოლოგია,ციტოლოგია, კოაგულოლოგია,სეროლოგია.
ლაბორატორია სარგებლობს მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული და ნახევრად ავტომატიზირებული ანალიზატორებით.
მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები არის ზუსტი შედეგების გარანტია.

ხარისხის კონტროლი
დღესდღეობით მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია მოთხოვნები ლაბორატორიული კვლევების ხარისხისადმი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ანალიზების სიზუსტე, ლაბორატორიაში სხვა ღონისძიებებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს ხარისხის კონტროლი.
ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ მონაწილეობას როგორც გარე,ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში.
ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში გვეხმარება RfB (Referenzinstitut für Bioanalytik) გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუიტი.
რაც შეეხება შიდა ხარისხის კონტროლს ჩვენს ლაბორატორიაში ტარდება ყოველდღიურად საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
სიზუსტე და ხარსიხსი ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია.

2ზ3ხც ლაბორატორია გამოძახებით
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“გთავაზობთ ადგილზე გამოძახების სერვისს თბილისსა და მის შემოგარენში.
სერვისი მოიცავს:
• კვალიფიციური ექთნების ადგილზე მომსახურებას;
• ანალიზების ოპერატიულ და ზუსტ პასუხებს უმოკლეს დროში;
• ანალიზის შედეგების მიწოდებას ელ.ფოსტის საშუალებით;
• თანამედროვე აღჭურვილობას;
• კონფიდენციალურობას;

ეხლა უკვე აღარ არის საჭირო კლინიკაში მისვლა და ლოდინი,ჩვენს ლაბორატორიაში კლინიკებზე დაბალი ფასებია.
მომსახურება შესაძლებელია თბილისის ნებისმიერ უბანში.

ბინაზე გამოძახების სამიზნე კატეგორიებია:
• ახალგაზრდა ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით;
• ადამიანები რომლებიც ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო ვერ მიდიან ლაბორატორიაში;
• მწოლიარე ავადმყოფები;