ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის დამახასიათებელ ნორმალურ დონეზე მეტი მაჩვენებლით.

ტერმინი ონკომარკერი ანუ სიმსივნური ბიომარკერი, ჩვეულებრივ, ბიომარკერის დონეზე გამოიყენება, მხოლოდ ონკოლოგიაში. ფაქტობრივად, განსაზღვრება ბიომარკერი, უფრო ფართო მცნებაა.

ალბათ ბევრს დააინტერესებს საიდან ჩნდება ონკომარკერები ჩვენს ორგანიზმში? ისინი წარმოიქმნება სიმსივნური ან ორგანიზმის სხვა უჯრედებისგან სიმსივნური თუ სხვა პათოლოგიური პროცესების აღმოცენების საპასუხოდ. ონკომარკერების დიდ ნაწილს წარმოქმნის (ასინთეზებს) ნორმალური უჯრედებიც, თუმცა, სიმსივნური უჯრედებისგან განსხვავებით მათი წარმოქმნის დონე მეტად განსხვავებულია.

ონკომარკერების დიდი წილი წარმოდგენილია ცილებითა და ნახშირწყლებთან ცილოვანი

კომპლექსებით. ბევრი ბიომარკერი კარგად არის შესწავლილი და გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია მხოლოდ ერთი ტიპის სიმსივნესთან, თუმცა, არსებობს ისეთი ბიომარკერებიც, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ტიპის სიმსივნური წარმონაქმნისთვისაა დამახასიათებელი.